მეწყრული პროცესები და შეზღუდვები გზებზე

03 მარტი 2019, 00:00 1243 ნახვა

მეწყერი ჩამოწვა ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებ ვარჯანისსა და სვანივრში. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, დამეწყრილი გზები იწმინდება. ქედის მთიან სოფლებში კი, თოვლის საფარი 60 სანტიმეტრია.  უხვმა ნალექმა გადაადგილებისა და ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემები შექმნა  შუახევსა და ხულოში. დენი ამ დროისთვის მხოლოდ სოფელ დეკანაშვილებს არ მიეწოდება.  ელექტრომომარაგებაში პრობლემები შეიქმნა შუახევშიც.

დენი არ მიეწოდება შუბნის თემს და ხიჭაურს. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვს.,თოვლის საფარი ხულოს მაღალი ზონის სოფლებში- 80, დაბაში კი 30 სანტიმეტრია. ამ დროისთის გზები ზამლეთი- ხიხაძირის, თხილვანა-ბაკოს, დიდაჭარა-ღორჯომის, საციხური- გელაურის, და აგარის მიმართულებით იწმინდება. კურორტ გოდერძის მიმართულებით კი მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებიაა შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში