მოსწავლეებმა თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. ამის გარდა მოსწავლეებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებს მათთვის სასურველი შეკითხვები ტელეხიდის საშუალებით დაუსვეს.
ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი გაიგზავნა, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქის - მათ შორის ბათუმის სკოლებიდან შეაგროვა. „წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.