საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში ბერიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა.
საგანგებო სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო: გიული ბერიძე