მოქალაქე ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

05 თებერვალი 2019, 00:00 1514 ნახვა

„საქართველოს მოქალაქე ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.  სარჩელს  საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მოსარჩელე მხარე ითხოვს  არაკონსტიტუციურად  გამოცხადდეს ის ნორმები, რომლებიც გამოძიების ეტაპზე მაგისტრატ მოსამართლესთან გამოსაკითხი პირის იძულებითი წესით დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებამოსილებას მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებს, ასევე  გამორიცხავს დაცვის მხარის შესაძლებლობას, დაესწროს ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მოწმის დაკითხვის პროცესს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და დაცვის უფლებებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი