დაბინძურებული ჰაერი კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა

04 თებერვალი 2019, 00:00 1723 ნახვა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად დაასახელა. ასევე მათი მონაცემებით, კიბო გარდაცვალების მეორე მთავარი მიზეზია. 2017 წელს აჭარაში აღირიცხა 4 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგანაც 729-ს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა. 2018 წელს კიბოთი დაახლოებით 9.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში.

მათგან ერთი მესამედის პრევენცია დაავადების დროული დიაგნოსტიკითა და სათანადო მკურნალობითაა შესაძლებელი, ასევე მნიშვნელოვანია   ცხოვრების ჯანსაღი წესი და მოტივაცია: „მე ვარ და მე ვიქნები“, ფრაზა რომელიც 2019 წლის კამპანიის სლოგანია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი