ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფოსგან გადაცემული საცხოვრებლის გაყიდვა ეზღუდებათ

01 თებერვალი 2019, 00:00 1594 ნახვა

ეკომიგრანტ ოჯახებს სახელმწიფოსგან გადაცემული  საცხოვრებლის გაყიდვა ეზღუდებათ. მიმდინარე წელს 117  ოჯახს სახელმწიფოს თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ, შერეულმა  სამთავრობო კომისიამ დღეს 77 ოჯახის მონაცემები განიხილა, რომლებიც დარეგისტირებულნი არიან ეკომიგრანტთა ერთიან ეროვნულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ მაღალი პრიორიტეტული ქულები.  

ცნობისთვის, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ბინა 325 ოჯახს გადაეცა. 2019 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი