იუსტიციის უმაღლესი საბჭო გიორგი მიქაუტაძეს გაესაუბრება

28 იანვარი 2019, 00:00 1746 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს  უვადო მოსამართლეობის მსურველ ოთხ კანდიდატს გაესაუბრებიან. მათ შორისაა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. თუ იგი გასაუბრებას წარმატებას  გაივლის უვადო მოსამართლე გახდება.

მას განაცხადი ორ ვაკანტურ ადგილზე - თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში აქვს შეტანილი. გასაუბრების პროცესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის მიზნით კონკურსი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი მოსამართლეობის 80 მსურველ კანდიდატს აქვს შეტანილი.

ამავე კატეგორიაში