60 ათას ლარს დახარჯავს ქობულეთის მერია ვიდეოკამერების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის. 60 ზოგადი ხედვის კამერა, მერიამ 2014 წელს შეიძინა.
მის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა არა მიმწოდებელ კომპანიას არამედ ტენდერით გამოვლენილ კომპანიას დაევალება. წლის ბოლომდე ქალაქში 30 ე.წ. ჭკვიანი კამერა უნდა განთავსდეს , მათგან 8 უკვე დამონტაჟდა ცენტრალურ ქუჩებზე, ახალი ვიდეოკამერების ტექნიკურ გამართულობას წლის განმავლობაში თავად მიმწოდებელი კომპანია უზრუნველყოფს.