ბათუმის სტადიონის ტრიბუნების ფერი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის

24 იანვარი 2019, 00:00 3069 ნახვა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არქიტექტურული მემბრანით ტრიბუნების გადახურვა დაიწყო, რომელიც  მარტში უნდა დაასრულონ. რაც შეეხება სტადიონის ტრიბუნების ფერს, ლურჯი და თეთრი იქნება თუ წითელი და თეთრი ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის.  

რამდენიმე დღის წინ ბათუმის დინამოს გულშემატკივრები იმ ფოტოს აპროტესტებდნენ, რომელიც სამშენებლო კომპანიის  შპს „სტადიონის“ გვერდზე  გამოჩნდა, სადაც, ნიმუშის სახით, სავარძლები წითელი, თეთრი და ლურჯი ფერების იყო.  


გულშემატკივრების მოთხოვნაა სკამები  „დინამო“ ბათუმის ფერებში ანუ თეთრში და ლურჯში იყოს.

ბათუმში სტადიონის მშენებლობა 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო. 20 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედნის ღირებულება თითქმის 100 მილიონი  ლარია. უეფას  IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში