ქობულეთში მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე მოსაცდელების განთავსებას ითხოვენ

22 იანვარი 2019, 00:00 1448 ნახვა

ქობულეთში, მოქალაქეები რუსთაველის ქუჩაზე მოსაცდელების განთავსებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, რუსთაველის ქუჩა, განსაკუთრებით კი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმის დროს  ტრანსპორტს ღია ცის ქვეშ ელოდებიან.

მაუწყებელი ამ პრობლემით გასულ წელსაც დაინტერესდა, მაშინ მერიაში თქვეს, რომ რუსთაველის ქუჩაზე მოსაცდელები, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდებოდა. ქუჩის რეაბილიტაცია  ზაფხულში დასრულდა, თუმცა მოსაცდელებისთვის თანხა  2019 წლის ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

მერის მოადგილე ამბობს, რომ თანხები სხვა გადაუდებელი პროექტებისთვის გაიწერა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი