ქედაში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები 8 შენობას ჩაუტარდა. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, წელს თემის სამედიცინო პუნქტები გარემონტდება.
დავით თედორაძის განცხადებით, ყურადღება მიექცევა ისეთ შენობებს, რომლებიც რეაბილიტაციას სასწრაფოდ საჭიროებენ.