თბილისში, სამი დღის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია. ყოველი ასეთი ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოება იწყებს მსჯელობას, თუ რამდენადაა ამ კუთხით დაცული ჩვენი უსაფრთხოება. ის რომ ქვეყანაში ბევრი რამ, კონტროლს მიღმაა და დამატებითი რეგულაციებია საჭირო, უკვე არავინ დაობს, თუმცა ეს მომავლის საკითხია.
ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ბათუმში გასულ წლებში არაერთხელ დაზარალდნენ ადამიანები და დაზიანდა შენობები. იყო მსხვერპლიც. როგორც გავარკვიეთ, არცერთ ამ შემთხვევაზე, არც ერთხელ არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა - როგორ და ვინ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისთვის საცხოვრებლად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა?