პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა

15 იანვარი 2019, 00:00 2008 ნახვა

სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე, სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მათ სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს. პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში