გზის პრობლემაზე საუბრობენ მეჯინისწყლის დასახლებაშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე ერთი წელია 10-მდე ოჯახთან მისასვლელი გზა დაზიანებულია, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყლის მილის გაყვანა დასრულდება.