ქობულეთის მერიის სარეზერვო  ფონდი   20 ათასი ლარით  შემცირდა

05 იანვარი 2019, 00:00 1343 ნახვა

ქობულეთის მერიის სარეზერვო ფონდი შარშანდელთან შედარებით 20 ათასი ლარით ნაკლებია და 120 ათასი ლარია. მერის მოადგილის განმარტებით 2018 წლის ფონდი ბოლომდე ამოიწურა, თანხები სტიქიების სალიკვიდაციო ღონისძიებებს მოხმარდა.

სულხან მოწყობილის თქმით საჭიროების შემთხვევაში წლის განმავლობაში ფონდს შესაძლოა თანხა დაემატოს. სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი პრობლემებისთვისაა გამოყოფილი და ის მთლიანი ბიუჯეტის 2 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი