ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

04 იანვარი 2019, 00:00 1906 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.  ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით,  დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა  ბათუმში  მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 ათას  ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს.

ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი