ბოლო მონაცემებით გრიპის ვირუსი 100 000 მოსახლეზე 277 ადამიანს აქვს.რაც შეეხება "ღორის გრიპს" ლაბორატორიულად დადასტურებული 140- შემთხვევაა, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 4 აჭარაში. სამი მოქალაქე მიმდინარე წელს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ექიმების რეკომენდაციაა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართოთ ოჯახის ექიმს და დაიცვათ ჰიგიენის ნორმები.
სიუჟეტიდან გაიგებთ რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება გრიპით დაინფიცირების შემთხვევაში.