საახალწლო კონცერტი ქედასა და ქობულეთში

01 იანვარი 2019, 00:00 1404 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა საახალწლო კონცერტი ქობულეთში.  ქალაქის მთავარ მოედანზე  მეგი გოგიტიძის კონცერტი გაიმართა, რომელიც მოგვიანებით ჯგუფმა მიქსტურამ ჩაანაცვლა. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს დიჯეიც ამხიარულებდა კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა. ახალი წლის დადგომა შეკრებილებს ქალაქის მერმა მიულოცა.


 საახალწლო კონცერტი გაიმართა ქედაშიც. გალა კონცერტზე ადგილობრივი  ფოლკლორული და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. ღონისძებაზე გამოვლინდნენ წლის წარმატებული ადამიანები.  დაჯილდოვნდენ სპორტსმენები, სახანძრო სამაშველო სამსახურის, გადაუდებელი დახმარების ცენტრის, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებლები.  ასევე პერსონალური ჯილდოები გადაეცათ რეჟისორ ზაზა ხალვაშსა და არასამთავრობო ორგანიზაცია საიას ხელმძღვანელ სულხან სალაძეს. საღამო დიჯეიმ  გააგრძელა.  კონცერტი ღია ცის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო  ქედის კულტურის სახლში გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი