გრიპის შემთხვევების რიცხვი იზრდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში ეიჩ 1 ენ 1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სეზონური ვირუსების გამო გამოძახებები გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც.
რესპირატორული დაავადებების დროს პაციენტებს ძირითადად მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.