2019 წლის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტი 13 სოციალურ პროგრამას დააფინანსებს. ყველაზე დიდი თანხა მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, მობილური გუნდით მომსახურებას მოხმარდება. უფასო სასადილოსთვის კი მერიამ გასული წლის მსგავსად 46 ათასი ლარი გაითვალისწინა.
სერვისით 43 ბენეფიციარი სარგებლობს. თვითმმართველობამ სოციალური პროგრამებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო.