კონკურსის შედეგად ქობულეთის მერიაში 4 ახალი თანამშრომელი შეარჩიეს

19 დეკემბერი 2018, 00:00 1749 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ოთხ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების  სამსახურის უფროსის მოადგილის, ამავე სამსახურის შესყიდვებისა და ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების განყოფილებების სპეციალისტები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი  რეზიუმეების  გადარჩევის, გასაუბრებისა  და  ზეპირი დავალების საფეხურების გავლის შემდეგ შეირჩნენ.  

8 აპლიკანტი  9 წევრიანმა კომისიამ შეაფასა.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის 2 ვაკანტურ პოზიციაზე მხოლოდ ერთი შეარჩიეს.  ახალ თანამშრომლებთან ხელშეკრულება იანვრიდან გაფორმდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი