დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელმეორედ დაიწყო. მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რის გამოც მას ხარვეზის გამოსწორება დაევალა.
კომპანიამ 2 წლის წინ დაბაში გზა გააფართოვა და ასფალტის საფარი დააგო.