კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - კონფერენცია

11 დეკემბერი 2018, 00:00 1516 ნახვა

კორპორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მოხალისეობა - ამ საკითხზე  ქობულეთში სამოქალაქო სექტორისა და ბიზნეს წარმომადგენლები  მსჯელობენ.

სამუშაო შეხვედრა ვორლდ ვიჟენ საქართველო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის” ატარებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის როლის გაძლიერებას. 

აჭარიდან ,იმერეთიდან და სამეგრელოდან მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს წარმომადგენლებს სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის თანამშრომლობის საერთაშორისო და ადგილობრივი წარმატებული მაგალითები გააცნეს.

მხარეებმა სამომავლოდ ერთობლივი პროექტები განსახორციელებლად მზაობა გამოთქვეს. ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა დღეს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში