მეწყრის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენას ითხოვენ სოფელ გეგელიძეებში. სავალ ნაწილზე მოძრაობა მხოლოდ მსუბუქ ავტომანქანებს შეუძლიათ.
შეფერხებით გადაადგილდება სკოლის მიკროავტობუსი. ქედის მერიაში ამბობენ, რომ გზის აღდგენისთვის გაბიონის მოწყობაა საჭირო, რაც მომავალ წელს დაიგეგმება. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.