დაკავება უაქციზო პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე

30 ივლისი 2016, 00:00 3016 ნახვა

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ორი პირია დაკავებული: ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლის უფროსი  და ამავე მატარებლის გამცილებელი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლით, საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად და მალულად შემოჰქონდათ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის რეალიზაციას  ბათუმში ახდენდნენ. ფინანსთა სამინისტროს   საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი ასეთი ფაქტი აღკვეთა და გამცილებელი უფროსთან ერთად 1000 კოლოფი ,,ვინსტონი“- სა და ,,ქემელი“- ს  მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის დროს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მე - 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 -დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი