სკოლებში დღეიდან ექსტერნატის გამოცდები იწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 132 მოსწავლე დარეგისტრირდა. ისინი გამოცდებს ტესტირების ფორმით სკოლებში ინდივიდუალური გრაფიკით ჩააბარებენ.
მეთორმეტეკლასელებისთვის კი 5 ტესტირება ცენტრალიზებულად ტარდება და გამოცდა ელექტრონულია. შედეგები გამოცდის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
გამოცდები 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე