მასწავლებლების დაჯილდოების პროექტი გრძელდება. მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ვიდეომასალას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გაგრძელდება და ის პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჯილდოვდებიან, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან.
ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე