პროფესიული განათლების მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერნეცია

29 სექტემბერი 2025, 17:55 218 ნახვა

პროფესიული განათლების მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში.

კონფერენციის თემაა “გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში: შემოქმედებითობა, თემი და ინტერნაციონალიზაცია“.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები პანელური დისკუსიების ფორმატში  მოხსენებებს წარადგენენ, გაიმართება სესიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორისაა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული განათლების როლი ტურიზმის განვითარებაში და ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კულინარიული მასტერკლასები, ასევე სამუშაო სესია “AI  ინსტრუმენტები პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის“.

კონფერენცია “ბლექსის“ და “ახალი ტალღის“ ორგანიზებით და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. მასში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობენ.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი კოლეჯ ბლექსისა და ავეიროს პროფესიულ სასწავლებელს შორის, რაც საქართველოსა და პორტუგალიას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე