კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის პედაგოგებს განათლების მინისტრი შეხვდა. უწყების ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანსიონი სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 100-ზე მეტ მოსწავლეს სწავლის პარალელურად საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე