პრობლემები რეგიონის ზამთრის კურორტებზე

30 ნოემბერი 2018, 00:00 1979 ნახვა

დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება სავარაუდოდ, ზამთრის სეზონი კურორტ გოდერძზე. ზუსტი რიცხვი დამოკიდებული იქნება ამინდზე. ცნობისთვის, უღელტეხილზე ახლა არ თოვს.  

კურორტზე ინტენსიურად მიმდინარეობს 16 სასტუმროს და ერთი რესტორნის მშენებლობა, აქედან მხოლოდ ერთი მცირე ზომის  განთავსების ობიექტი დასრულდება ზამთრის სეზონისთვის.

ვერ ესწრება და არც დაწყებულა მისასვლელი გზის მშენებლობა. ამის გამო დღეს მთავრობის თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადა და წინამორბედების მსგავსად, დაპირება გასცა.

რაც შეეხება კიდევ ერთ კურორტს - ამ შემთხვევაში საკითხი მალე მოგვარდება - 19 ნოემბერს გამოსცა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განკარგულება, რომლის მიხედვითაც აქციონერებს 20 ათასი ლარის სანაცვლოდ ყადაღას მოუხსნიან და დავალიანებას ჩამოაწერენ. ამ თანხის გარდა, მფლობელებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიწებიც დათმეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი