ბათუმის 79-ე ოლქში ამომრჩეველთა სიის გაზრდაზე და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის მსურველთა რაოდენობის გაორმაგებაზე საუბრობენ გაერთიანებული ოპოზიციაში. ირმა ხოროიშვილი ფაქტს გაყალბების შესაძლო მცდელობას უკავშირებს.
საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ სიაში მატების მიზეზი სიცივის მომატება და ასაკოვანი ამომრჩევლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მესამე სექტორში წინასაარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ, სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი მადონა ბერიძე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაციას გამოითხოვენ და განიხილავენ.