ზაზა ოქუაშვილის განცხადება - შეფასებები

22 ნოემბერი 2018, 00:00 1750 ნახვა

არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე ისევ გააქტიურდა „ომეგა ჯგუფის საქმე.“ ამჯერად ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში “ომეგა ჯგუფის” თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა. ოქუაშვილს 51-მილიონიანი ვალი 10 მილიონამდე შეუმცირდა, “ქართუ” ბანკისგან მიიღო 8 მილიონის სესხი, ასევე მოიგო მრავალწლიანი სასამართლო დავა უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით. ოქუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის სანაცვლოდ მისგან ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც უარყოფდა ყველა იმ ცნობას, რაც მანამდე გავრცელდა.

ეს განცხადებები გაუგებარია მმართველი ძალისთვის, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ამით გამოჩნდა, რამდენად რთული ვითარებაა ქვეყანაში. ზაზა ოქუაშვილის საპასუხოდ დღეს განცხადება ბანკმა „ქართუმაც“ გაავრცელა. ტელეკომპანია იმედი კი გეგმავს მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში