„ხულო ბარაკების გარეშე“- პროგრამის ფარგლებში მერიაში განაცხადების მიღება გრძელდება. სოციალურ საკითხთა კომისია კი ბენეფიციარების მდგომარეობას სწავლობს.
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბინას 15 ოჯახი მიიღებს, რომელთაგან 11 საცხოვრებელი უკვე შესყიდულია, 4-ის შეძენა კი უახლოეს მომავალშ იგეგმება. ახალი ბინის სანაცვლოდ ბენეფიციარებს ძველი საცხოვრებლის დათმობა მოუწევთ. როდის მოხდება სოციალურად დაუცველების ახალი საცხოვრისით უზრუნველყოფა ჯერ უცნობია.