შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები და რისკები - შეხვედრა მოსახლეობასთან

16 ნოემბერი 2018, 00:00 1481 ნახვა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა გრძელდება. მის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა  ქობულეთში - მუხაესტატესა და ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრებში. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

მონაწილეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და იმ რისკებს გაეცნენ, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

შეხვედრები საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით ტარდება. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 50-მდე შეხვედრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი