ეკო-საგანმანათლებლო აქტივობა მტირალას ეროვნულ პარკში. მოსწავლეებმა პარკში საერთაშორისო თამაში „Geocaching“ ითამაშეს. თამაშში ადგილობრივი საჯარო სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა.
ოთხი გუნდი GPS-კოორდინატების, ადგილის ფოტოსურათისა და ზეპირი აღწერილობის მიხედვით 2 საათის განმავლობაში ეძებდა პარკის თანამშრომლების მიერ გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში წინასწარ დამალულ სიმბოლურ ''განძს''. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.