რამდენიმე საათი საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებამდე

10 ნოემბერი 2018, 00:00 1426 ნახვა

რამდენიმე საათი საქართველოსა და იტალიის სარაგბო ნაკრებების დაპირისპირებამდე. „არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა.

საქართველოსთვის ამ მატჩს ეპოქალური ფასი აქვს: რამდენიმე წელია "ბორჯღალოსნებმა" "აძურის" მსოფლიო რეიტინგში გადაასწრეს და 6 ერში ადგილს ითხოვენ. „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ თბილისის რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს. რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრები შეასრულებენ.

ამავე კატეგორიაში