დასვენების დღეებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო კურორტებზე ჰაერი +16, +21 გრადუსამდე გათბება.
აჭარის მთიან ზოლში კი უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება და +13, +18 გრადუსი იქნება.
შაბათ-კვირას საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდება შავი ზღვის სამხრეთ დასავლეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელება, რომლის ზემოქმედებითაც უახლოეს დღებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთის ბარში კი + 11, +16 გრადუსი იქნება.