ქედაში, ორი წლის წინ   დაწყებული თეატრის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა

03 ნოემბერი 2018, 00:00 1726 ნახვა

ქედაში, ორი წლის წინ   დაწყებული თეატრის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. მერის მოადგილე განმარტავს, რომ ამის მიზეზი მშენებელ კომპანია „ახალშენთან“ შეჩერებული ხელშეკრულებაა. კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა ამიტომ მერიამ, დავა სასამართლოში გააგრძელა.

დარჩენილ სამუშაოებზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გასულ წელს, ხელმეორედ გამოაცხადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საპროექტო დავალებაში საღებავის მოცულობა არასწორად გათვალეს. ახლა თანხის მოძიება მიმდინარეობს, რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში გაიწერება. სცენის მშენებლობისთვის 170 ათას ლარამდე დაიხარჯა. საზაფხულო თეატრი, გასულ წელს  უნდა გახსნილიყო. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი