აჭარაში ქართული ოცნების შტაბებს კვლავ მუნიციპალიტეტების მერები უხელმძღვანელებენ. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, იგეგმება გარკვეული გადახალისება და ცვლილებები შტაბების მუშაობაში, თუმცა მისივე თქმით, ცვლილება შტაბების ხელმძღვანელებზე არ გავრცელდება.