შუახევის 82-ოლქში 49 უბანზე 14 ათას 741 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოლქში 15 ათასი ბიულეტენი მიიტანეს. გადასატანი ყუთით მუნიციპალიტეტში 552 მოქალაქე ისარგებლებს.
შუახევში მხოლოდ ოთხი ადაპტირებული უბანი იქნება. ამ დროისთვის უბნების ტექნიკური აღჭურვა და ბიულეტენების განაწილება მიმდინარეობს.