დღის ბოლომდე დაურიგდება საარჩევნო დოკუმენტაცია და საჭირო ინვენტარი ყველა საარჩევნო უბანს ქედაში. საოლქო კომისიის მონაცემებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე წინა წლის მსგავსად ქედის მუნიციპალიტეტში 15 ათას 684 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
კენჭისყრის დღეს აქ 31 უბანი გაიხსნება, მათგან 16-ია ადაპტირებული. საარჩევნო პროცესს ქედაში 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს .