დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ქობულეთში

27 ოქტომბერი 2018, 00:00 1534 ნახვა

ქობულეთში ისევ წვიმს. უამინდობამ მუნიციპალიტეტში დილით პრობლემები შექმნა. მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მერიის ინფორმაციით პრობლემა აღმოფხვრილია. უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლიდან მაშველებმა დედა-შვილი გამოიყვანეს.

მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებში დაიტბორა ასევე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში