ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ჩხვირკიასა და ღოღობერიძის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

23 ოქტომბერი 2018, 00:00 1746 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს 15 საათზე გამოცხადებს. დაცვის მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც ორივე მსჯავრდებულს 2 წლიანი პატიმრობა ხულიგნობის მუხლით მიესაჯა.

თავდაპირველად გამოძიება  ჩხვირკიას და ღოღობერიძეს 11- 12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა  საქმე გადააკვალიფიცირა და ისინი ხულიგნობაში სცნო დამნაშავედ. გადაწყვეტილება სააპელაციო  სასამართლოში გაასაჩივრა პროკურატურამაც.

ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძემ უდოს კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის მარტში ვადაზე ადრე დატოვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი