თორნიკე რიჟვაძე ყინჩაურის მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს

21 ოქტომბერი 2018, 00:00 2004 ნახვა

როგორ დაეხმარება ყინჩაურის მოსახლეობას აჭარის მთავრობა ჯერ უცნობია. რეგიონის პირველმა პირმა მხოლოდ ის თქვა, რომ შეხვდა ადგილობრივებს და მოისმინა მათი პრობლემები.  თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში ის მოსახლეობას ისევ შეხვდება, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ  სოფელში  გვირაბის მშენებლობა არაერთხელ  გააპროტესტა. ისინი აცხადებენ, რომ მშენებლობის დაწყების შემდეგ დაშრა წყალი  და დაიბზარა საცხოვრებელი სახლები.  ადგილობრივები  უსაფრთხოების  გარანტიებს ითხოვს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი