დაკავებული საპრეზიდენტო კანდიდატი- ზურაბ ჯაფარიძესთან ადვოკატი იმყოფება

20 ოქტომბერი 2018, 00:00 1551 ნახვა

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში  ადვოკატი შევიდა. მის უფლებებს საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე დაიცავს.როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საქმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და შეეცდება ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძისგან და გამომძიებლებისგან მიიღოს.

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის შსს-მ 11 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი