დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2885 ნახვა

 საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 ათას  700 დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა. დანაშაული  7-დან  10 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში