დეკორატიული კუთხეები, აჭარული სამზარეულო და ფოლკლორი - შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ იზეიმეს. ღონისძიებაზე ტრადიციული ქორწილის ინსცენირება გაიმართა, დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები. მ
ერიის მიმდებარე ტერიტორია ეთნოგრაფიული, ხელნაკეთი ნივთებისა და ტრადიციული კერძების გამოფენებს დაეთმო. გამოიფინა ფოტოებიც, რომლებიც მუნიციპალიტეტის წარსულსა და დღევანდელობას ასახავს. შუახევობა 2018- „ღამის სერენადები“ -თ და ფოიერვერკი დასრულდა.