ორცვის, აქუცისა და ჭალახმელას საცალფეხო ხიდებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ხის კონსტრუქციები ლითონის მყარი კონსტრუქციებით ჩანაცვლდა და შეკეთდა მოაჯირები.
ბაგირზე დაკიდებული ხის კონსტრუქციები ყოველწლიურად ზიანდებოდა. სამუშაოებისთვის ქედის მერიამ 40 ათასი ლარი დახარჯა.