უკმაყოფილო პაციენტები ექიმის წინააღმდეგ. ქობულეთში მცხოვრებლებმა ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს. მოსახლეობა ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც ირწმუნებიან, ბათუმში კომახიძის ქუჩაზე მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურმა კლინიკამ მათ უფასო მომსახურება შესთავაზა, კბილები ამოუღო, ზოგიერთს უმკურნალა ზოგს კი მომსახურება შეუწყვიტა .
მათივე ინფორმაციით, პაციენტებს ექიმმა მოტყუებით სესხები ააღებინა, თუმცა ბენეფიციარებმა შეთანხმებას ხელი იმ პირობით მოაწერეს, რომ დაზღევით შეძლებდნენ სარგებლობას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ბანკებში ყოველდღიურად პროცენტები ემატებათ, თითოეულს, დაახლოებით 2 ათასიდან 3- ათას ლარამდე სესხი აქვს აღებული. მთავარის გადამღები ჯგუფი სტომატოლოგიურ კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა კომენტარი არავინ გაუკეთებია, ექიმს კი ტელეფონი გამორთული აქვს.