ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ თავდაცვითი ხარჯების ტვირთის, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური ვითარების საკითხებს. დღეს ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, თავდაცვის მინისტრების დონეზე გაიმართება.
საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრებს ლევან იზორია. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სხდომაზე განიხილავენ საქართველოსთან პარტნიორობას. იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში.